09/10/2022
10:10
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვაზე უფლებამოსილება ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას “ქერჩის სრუტეზე გადასასვლელის, რუსეთის ფედერაციასა და ყირიმის ნახევრკუნძულს შორის ელექტროქსელისა და კრასნოდარის ოლქი-ყირიმის გაზსადენის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ მათი ექსპლუატაციის დროს”.
დაცვის გაძლიერების ვალდებულებები კი რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს, ე.წ. ეფესბეს დააკისრა.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხიდის ნაწილი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.
0
0