23/12/2022
14:32
მსოფლიო
რუსეთში კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ. იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ნაცვლად, უკრაინის ომს, ომი უწოდა.
დეპუტატმა ნიკიტა იუფერევმა რუსეთის გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე პუტინის განცხადება შეისწავლონ.
22 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბარში უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი მიზანი არ არის სამხედრო კონფლიქტის გაგრძელება, არამედ პირიქით - ამ ომის დასრულებაა, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით, რაც მალე მით უკეთესი“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
0
0