პუტინმა მედვედევის ცოლი სამკერდე ნიშნით "კეთილი საქმეებისთვის" დააჯილდოვა
31/12/2022
00:50
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევის ცოლი - სვეტლანა მედვედევა სამკერდე ნიშნით "კეთილი საქმეებისთვის" დააჯილდოვა. დიმიტრი მედვედევი ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის, პუტინის მოადგილეა.
ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სვეტლანა მედვედევა დაჯილდოებულია როგორც სოციალურ-კულტურული ინიციატივების ფონდის პრეზიდენტი "საქველმოქმედო და სოციალურ საქმიანობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის".
სოციალურ-კულტურული ინიციატივების ფონდი 2008 წელს დაარსდა. ის დაკავებულია პროექტებით "რუსულ ოჯახებში დემოგრაფიული და სოციალური კლიმატის გასაუმჯობესებლად". მედვედევას ფონდში, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია პროგრამაზე „უმცროსი თაობის სულიერი და მორალური კულტურა რუსეთში".
0
0
307
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%