22/02/2023
14:32
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2012 წლის განკარგულება გააუქმა, რომელიც ნაწილობრივ ემყარებოდა მოლდოვას სუვერენიტეტს დნესტრისპირეთის რეგიონის მომავლის გადაწყვეტაში.
განკარგულება, რომელიც მოლდოვის სუვერენიტეტის აღიარების საკითხს მოიცავდა, ასახავდა რუსეთის საგარეო პოლიტიკას 11 წლის წინ და ითვალისწინებდა მოსკოვის მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. 2012 წლის დოკუმენტის გაუქმების შესახებ ბრძანება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია "საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ღრმა ცვლილებებთან დაკავშირებით რუსეთის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად".
ექსპერტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის გუშინ გამოცხადებული ანტიდასავლური ქმედებების სერიის ნაწილია.
როგორც ცნობილია, დნესტრისპირეთი მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონია, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და მას რუსეთი ჯარების დისლოცირებისთვის იყენებდა.
დნესტრისპირეთის ირგვლივ უსაფრთხოების ზონაში არსებული შერეული საკონტროლო კომისიის მოლდოველი თავმჯდომარემ ალექსანდრუ ფლენჩეამ განაცხადა, რომ 2012 წლის განკარგულების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი უარს ამბობს მოლდოვის სუვერენიტეტის ცნებაზე:
„მოლდოვასა და რუსეთს ძირითადი პოლიტიკური შეთანხმება აქვთ დადებული, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას“.
კრემლის განცხადებით, რუსეთის ურთიერთობები მოლდოვასთან, რომელსაც ახალი პროდასავლური პრემიერ-მინისტრი ჰყავს (მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას) ძალიან დაძაბულია.
რუსეთმა მოლდოვა ანტირუსული დღის წესრიგის განხორციელებაში დაადანაშაულა.
0
0