
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც განისაზღვრება, თუ რამდენი მოქალაქე იქნება გამოძახებული საგაზაფხულო გაწვევის კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.
განკარგულების მიხედვით, სამხედრო სამსახურში რუსეთის 147,000 მოქალაქეს გაიწვევენ.
სამხედრო გაწვევა 2023 წლის 1-ლი აპრილიდან, 15 ივლისამდე გაგრძელდება და შეეხებათ რუსეთის 18-27 წლის მოქალაქეებს, ვინც არ არიან სამხედრო რეზერვში და აკმაყოფილებენ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის" შესახებ კანონს.
გასული წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო სამსახურში 120 000 მოქალაქის გაწვევის შესახებ. იმ დროისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევა არ უკავშირდებოდა უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებულ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.
0
0