02/11/2022
14:18
მსოფლიო
როგორც დიდი ბრიტანეთის არმიის ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების სფეროს ექსპერტმა, ჰამიშ დე ბრეტონ-გორდონმა, განაცხადა, გამორიცხული არ არის, რომ ვლადიმერ პუტინმა რაიმე სახის ბირთვული შეტევა განახორციელოს და ეს შეიძლება სხვადასხვა გზით მოხდეს.
„პუტინი ვერც წარმოიდგენდა, რომ ის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ზომამდე მივიდოდა. თუმცა, როგორც უკვე რეალურად მისი ქმედებებიდან ჩანს, არ ვფიქრობ, რომ მის მიერ ასეთი იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლად სერგეი სუროვიკინი - "გენერალი არმაგედონი" [თავისი უკანასკნელი იმედი უკრაინასთან ომში] დანიშნა.
მოსკოვისთვის ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის გამოყენება "სიგიჟე" იქნება, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ბოლო დროს „ბინძურ ბომბზე“ საუბარი ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვას აპირებს; ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მართლაც ყველა თავდასხმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოხდა. პუტინი თავის მუქარას ნელ-ნელა ასრულებს.
ორშაბათს რუსებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა ზაპორიჟიეში ატომური ელექტროსადგური ააფეთქეს, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია. ეს სასაცილოა, რადგან მას რუსები მართავენ. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსები ამ ომში მარცხდებიან და პუტინს ამის აღიარება არ სურს. ყველაზე დიდი საფრთხე, ჩემი აზრით, უკრაინაში ენერგომომარაგების ხელახლა შეწყვეტა და ატომური ელექტროსადგურების გათიშვაა, რასაც პუტინმა თქვა, რომ აუცილებლად გააკეთებს. ამისთვის ის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას ან მასში ხანძრის გაჩენას დაგეგმავს,”- თქვა ექსპერტმა.
0
0