
„დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ყოფილმა ვიცე-მარშალმა, შონ ბელმა, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახლებულ სარაკეტო თავდასხმებისა და იარაღის შესახებ ისაუბრა, რომელსაც რუსეთი იყენებს,“ - წერს Sky News - ი
ბა
„დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ყოფილმა ვიცე-მარშალმა, შონ ბელმა, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახლებულ სარაკეტო თავდასხმებისა და იარაღის შესახებ ისაუბრა, რომელსაც რუსეთი იყენებს,“ - წერს Sky News-ი.
”როგორც ცნობილია, რუსეთის მხრიდან მასიური საჰაერო თავდასხმები განახლდა - ღამით, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა 50-ზე მეტი რაკეტით დაიბომბა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია ბოლო რვა თვესთან შედარებით,” - თქვა შონ ბელმა.
„პუტინი მიზნად ისახავს მთელ უკრაინაში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განადგურებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ არცერთი ეს სამიზნე არ ემსახურება პუტინის სამხედრო მიზნებს; ის [პუტინი], ძირითადად ორიენტირებულია მოსახლეობის დატერორებაზე. ირონიულად ჟღერს, მაგრამ უკრაინელების უმეტესობისთვის ამ ნაბიჯს სრულიად საპირისპირო ეფექტი მოჰყვება - მათდამი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.
როგორც ჩანს, ეს რუსეთის მხრიდან საპასუხო შურისძიებაა შავი ზღვის ფლოტის გემებზე მომხდარი აფეთქებების გამო, თუმცა საინტერესო ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში თავის ბომბდამშენ ძალებს ისე აქტიურად იყენებს, როგორც არასდროს. სტრატეგიულ ბომბდამშენ ძალებს შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი სამიზნეებიდან ასობით კმ-ის დაშორებით და გაუშვან ფრთოსანი რაკეტები. სავარაუდოა, რომ ეს შეტევები განხორციელდება აზოვის ზღვის მხრიდან, რომელიც ყირიმის აღმოსავლეთით მდებარეობს და ასევე - ბელარუსიდან,“ -აღნიშნა შონ ბელმა.
0
0