05/09/2023
18:26
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის მარია ვორონცოვას სამეცნიერო ნაშრომები აშშ-ისა და შვეიცარიის ჟურნალებში კვლავ ქვეყნდება. ამის შესახებ მედიაპროექტი Можем объяснить „ტელეგრამზე“ წერს და ვორონცოვას პუბლიკაციების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, რუსეთის ლიდერის უფროსი ქალიშვილი სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორია, პროფესიით ენდოკრინოლოგი. 2022 წლის აპრილიდან კი ის აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.
„ის წერს სტატიებს ენდოკრინოლოგიასა და მედიცინაზე ამერიკულ და შვეიცარიულ გამომცემლობებში - THE ENDOCRINE SOCIETY და MDPI PUBLISHING", - წერს მედია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ამერიკულ და შვეიცარიულ გამოცემებში ვორონცოვას 3 ნაშრომი დაიბეჭდა. ამასთან 2022 წლიდან ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მედიცინის კათედრაზე, დეკანის მოადგილედაც დაინიშნა.
„სანქციები არ კრძალავს გამოქვეყნებას დასავლეთში“, - თქვა ერთ-ერთი გამოცემის რედაქტორმა ანონიმურობის დაცვით და აღნიშნა, რომ ნაშრომის ავტორები გამომცემლობებს თავიანთი ნაშრომების გამოცემისთვის, ხშირად თავადვე უხდიან.
გამომცემლობებთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ამ ქმედებამ შეიძლება მათ რეპუტაციული ზიანი მიაყენოთ.
„პუტინის ქალიშვილის პუბლიკაციებმა ამ სამეცნიერო ჟურნალებში, შესაძლოა გამომცემლობების რეპუტაციაზე მოახდინოს გავლენა“ - აღნიშნა რედაქტორმა.
0
0