07/07/2023
15:03
მსოფლიო
როგორც ცნობილია, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლების მიერ ხანმოკლე აჯანყების მოწყობიდან ორი კვირა გავიდა.
უკრაინელი დეპუტატი/ევროსაბჭოს წევრი ოლექსი გონჩარენკო ეთანხმება იმ ანალიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დასუსტებულია.
„„ვაგნერის“ აჯანყებამ დაამსხვრია მითი რუსეთის პრეზიდენტის, როგორც ძლიერი კაცის, შესახებ. ეს კი, შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ მისი რეჟიმის დღეები დათვლილია.
„ვაგნერის“ აჯანყებამ აჩვენა, რომ პუტინის რეჟიმი საკუთარი შინაგანი სისუსტის გამო შეიძლება დაიშალოს. საერთაშორისო საზოგადოება „ვაგნერის“ აჯანყების შედეგებს ისე აფასებს, რომ რუსეთის ახალი კოლაფსთან დაკავშირებით შიშს აზრი აღარ აქვს. პირიქით, დადგა დრო, რომ დავიწყოთ მზადება პოსტპუტინური რუსეთის ფორმირებისთვის. დასავლელმა პოლიტიკოსებმა ახლა სერიოზულად უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდნენ შეუფერხებლად მომავალ გარდამავალ ეტაპზე“, - წერს ოლექსი გონჩარენკო სტატიაში.
0
0