27/10/2022
14:34
მსოფლიო
„რუსული სამხედრო ძალები სატანისტების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებენ და უკრაინის ქალაქები დედამიწის პირიდან უნდა აღიგავოს, - განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა.
„თუ უკრაინელების ჭურვი ჩვენი რეგიონის სიახლოვესაც ჩამოვარდება, უკრაინის ქალაქები მიწასთან უნდა გავასწოროთ. უკრაინელებმა ეს უნდა გააცნობიერონ და ვერც გაბედონ ჩვენს მხარეზე თავდასხმა,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ცნობილმა მოკავშირემ.
რამზან კადიროვი თავის ანტი-უკრაინულ ტირადაში წერს: „ჩვენი სამშობლოს პატრიოტები სხვადასხვა კუთხიდან“ კვლავ ჩამოდიან ჩეჩნეთში, რათა „ერთი მტკიცე ოჯახის წევრები“ გახდნენ.
„ბრძოლის ველზე შესვლამდე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის წევრებმა მოხალისე ჯარისკაცებს ხაზგასმით შეახსენეს, რომ ამოცანები იგივე რჩება: სატანისტების განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა“, - დასძინა კადიროვმა.
ასევე, მან უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა დაახასიათა, როგორც "ჯიჰადი" [სარწმუნოებისთვის ბრძოლა].
0
0