13/03/2023
12:48
მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, მას ეჭვი ეპარება, რომ Nord Stream-ის მილსადენები პროუკრაინულმა ჯგუფმა ააფეთქა. მისივე თქმით, მოსკოვმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ ვინ დგას ინციდენტის უკან.
ნიკოლაი პატრუშევმა თქვა, რომ „უკრაინამ მილსადენების განადგურებით ვერაფერი მიიღო და ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ არის დამნაშავე“.
როგორც ცნობილია, სექტემბერში, აფეთქებები მოხდა Nord Stream-ის მილსადენებზე, რომლებიც ევროპისთვის რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით აშენდა. ინციდენტმა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა გამოიწვია. შვედეთის, გერმანიისა და დანიის ხელისუფლება, რომლებიც ამჟამად აფეთქებებს იძიებენ, აცხადებენ, რომ აფეთქებები წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა არ ასახელებენ, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მომხდარზე. გასულ კვირას, ამერიკული და გერმანული მედიის ცნობით, Nord Stream-ის მილსადენებზე აფეთქების მოწყობაზე პასუხისმგებლობა შესაძლებელია პროუკრაინულ ჯგუფს დაეკისროს. რუსეთმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და ვარაუდობს, რომ მის უკან დასავლეთის ქვეყნები დგანან.
0
0