12/12/2023
13:04
მსოფლიო
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის, უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებს გარეთ, საზღვაო შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს. მისივე თქმით, ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის ფლოტს ქვეყნის შორეული აღმოსავლეთის საზღვრების დაცვის მიზნით შეუერთდება. პუტინის გეგმის თანახმად, "არქტიკასა და შორეულ აღმოსავლეთში რუსული საზღვაო ფლოტი რაოდენობრივად უნდა გაიზარდოს და გაძლიერდეს".
ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით, ეს ნაბიჯი, "სავარაუდოდ, რუსეთის ტრადიციული მცდელობაა, რომ დასავლეთს დაემუქროს".
„პუტინის ინტერესი რუსეთის საზღვაო სამხედრო ბაზის გაფართოების მიმართ გულისხმობს რუსული არმიის ხანგრძლივი რესტრუქტურიზაციისა და გაფართოებისთვის ძალისხმევის გაწევას და მიზნად ისახავს რუსეთის მომზადებას ნატოს წინააღმდეგ მომდევნო ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად. უკრაინის გარეთ არსებულ ტერიტორიებზე ძვირადღირებული საზღვაო რესურსების მობილიზება მიმართულია ნატოსა და, მრავალ რეგიონში, ალიანსის მოკავშირეებისთვის საფრთხის შექმნისკენ“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.
0
0