16/06/2023
11:50
მსოფლიო
კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ფსიქიატრიის ფედერალური ცენტრის ბაზაზე, ლგბტ ადამიანების ქცევის შესწავლის ინსტიტუტის შექმნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მიხაილ მურაშკომ სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე განაცხადა, სადაც განიხილეს კანონპროექტი რუსეთში „სქესის შეცვლის“ აკრძალვის შესახებ. მოგვიანებით, დოკუმენტი პირველი მოსმენით ერთხმად იქნა მიღებული.
გამოცემა Meduza-ს თანახმად, „მურაშკოს განცხადება შეიძლება მიუთითებდეს, რომ მათ სურთ რუსეთში იძულებითი კონვერტაციის თერაპიის დანერგვა - ფსევდომეცნიერული ძალადობრივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრაქტიკის კომპლექსი, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება გამოყენებულ იქნას არაჰეტეროსექსუალი ადამიანის „განსაკურნებლად“. გაერო ასეთ მეთოდებს წამებასთან აიგივებს“.
უფლებადამცველები და რიგი ექიმები კანონპროექტს მკვეთრად აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გამოიწვევს ფსიქიკური აშლილობისა და თვითმკვლელობების რაოდენობის ზრდას, ასევე ფარული სამედიცინო სერვისების „შავი ბაზრის“ გაჩენას.
0
0