04/06/2025
19:34

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უარს ამბობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე. მან უკრაინის ხელისუფლება ბრიანსკის და კურსკის ოლქებში მატარებლების აფეთქების შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ დაბომბვაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა.
„ბრიანსკის და კურსკის ოლქებში რკინიგზის ლიანდაგების ბოლოდროინდელი აფეთქება, რა თქმა უნდა, ტერორისტული აქტია და ასეთი დანაშაულების ჩადენის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უკრაინაში პოლიტიკურ დონეზე იქნა მიღებული“, - განაცხადა პუტინმა ოთხშაბათს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, უკრაინის არმია „მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ უკან იხევს“ და კიევი „ტერორისტულ აქტებზე გადავიდა. ამ ფონზე, მათ 30 ან 60 დღით ცეცხლის შეწყვეტა სურთ, ისინი ლიდერების შეხვედრას ითხოვენ, მაგრამ რაზე შეგვიძლია ვისაუბროთ მათთან, ვინც ტერორზეა დამოკიდებული? რატომ უნდა დავაჯილდოოთ ისინი შესვენების მიცემით?“ - თქვა მან.
პუტინმა უკრაინას ადანაშაულებს იმაში, რომ მოლაპარაკებები არ სურს. „როგორც ჩანს, ჩვენ საქმე გვაქვს არა მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც არა მხოლოდ არაფერში არიან კომპეტენტურები, არამედ ელემენტარული პოლიტიკური კულტურაც აკლიათ და შეურაცხყოფენ მათ, ვისთანაც მოლაპარაკებას ცდილობენ. ამავდროულად, მან ზელენსკის „სრულიად დამპალი და კორუმპირებული რეჟიმის ხელმძღვანელი“ უწოდა.
0
0