10/10/2022
14:53
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრას მართავს.
რა გზავნილები გააჟღერა ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტმა:
• კიევის რეჟიმი დიდი ხანია, რაც ტერორისტულ მეთოდებს იყენებს;
• უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე სამი ტერაქტი უკვე განახორციელა;
• პუტინმა კიევი ბირთვულ ტერორისტულ აქტებში დაადანაშაულა;
• უკრაინა ცდილობდა, “თურქული ნაკადისთვის” ძირი გამოეთხარა;
• კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე კიევის მიერ განხორციელებული ტერაქტების სერიოზული შედეგების აღიკვეთა შევძელით;
• თუ კიევი რუსეთის ფედერაციაში ტერაქტების განხორციელებას განაგრძობს, მოსკოვის პასუხი მკაცრი იქნება;
• დღეს დილით, უკრაინის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასირებული ზუსტი მართვადი დარტყმა განვახორციელეთ;
• პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს მოსთხოვა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის ობიექტებზე დარტყმის შედეგების შესახებ მოხსენება გააკეთოს.
0
0