
ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთის გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა უკრაინელ მეგობრებთან მიმართებით.
„პუტინი უნდა დამარცხდეს. მის არჩევანს, მის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ განადგურება მოაქვს. ის ანგრევს, ანადგურებს ქვეყანას, რომელიც უდანაშაულოა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. დემოკრატია უკრაინაში არ უნდა დაეცეს.
სწორედ ამიტომ დიდი ბრიტანეთი თავის მეგობრებთან ერთად ძალიან მტკიცეა გადაწყვეტილებაში, რომ ყველაზე მძიმე სანქციები დაუწესოს რუსეთს, რომელსაც უზარმაზარი შედეგი ექნება რუსეთის ეკონომიკაზე. ხედავთ, რომ რუსეთის საფონდო ბირჟასაც კი ვერ ხსნიან, იმიტომ რომ მომენტალურად ჩამოიქცევა.
ძალიან მტკიცეა ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს და მეგობრებს როგორც თავდაცვითი ისე შეტევითი იარაღით. ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინმა ძალიან ვერ გათვალა ის, რაც გააკეთა და ვერ გათვალა როგორ წინააღმდეგობას გაუწევდა უკრაინელი ხალხი და პირადად პრეზიდენტი ზელენსკი“, - აცხადებს ბორის ჯონსონი.
0
0
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
05/03/2025