
კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხს, მოსკოვში, კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-ტანთან, ერთად განიხილავს.
,,პუტინი და კატარის ემირი უკრაინის საკითხებზე საკუთარ აზრებს ერთმანეთს აუცილებლად გაუზიარებენ. ისინი აგრეთვე ისაუბრებენ რეგიონულ საკითხებზე. რეგიონში კონფლიქტების ფართო სპექტრია, კატარი კი ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი პრობლემის გადაჭრის მცდელობაში. კატარმა არაერთხელ სცადა შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის და ხელი შეუწყო ორივე ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვების დაბრუნებას, რომლებიც ომის დროს მშობლებს დაშორდნენ.
ჩვენ დადებითად ვაფასებთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალსა და ამჟამინდელ დონეს და, რა თქმა უნდა, ჩვენს კონფიდენციალურ დიალოგს ბევრ თემაზე, მათ შორის ყველაზე სენსიტიურ საკითხებზე“, - განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025