03/11/2022
14:57
მსოფლიო
დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომმა "დაასუსტა", მაგრამ რუსეთის ლიდერის შეცვლას მსოფლიო „მალე“ არ უნდა მოელოდეს.
დასავლეთი შიშობს, რომ პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში, რუსი სამხედროები ბრძოლის ველზე მარცხდებიან. დასავლელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ სამხედრო წარუმატებლობის მიუხედავად, ეჭვგარეშეა, რომ პუტინი უკრაინასთან ომს გააგრძელებს.
"ეს იქნება ხანგრძლივი, რთული, სისხლიანი კონფლიქტი. უკრაინაში შეჭრამ - ამ მართლაც კატასტროფულმა შეცდომამ - პუტინი შინაგანად დაასუსტა. ქვეყნის შიგნით - რუსეთში - ხალხი აქტიურად საუბრობს ახლო მომავალში შესაძლო ცვლილებების შესახებ - ვინ ჩაანაცვლებს რუსეთის ლიდერს და როგორი იქნება მათი ცხოვრება", - თქვა ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით.
0
0