
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სკეპტიკურად აღიქვამს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას.
”მე არ მსურს პასუხის გაცემა იმაზე, რასაც პუტინი ამბობს. საყურადღებოდ მივიჩნიე, რომ ის მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და ეკლესიები... 25 დეკემბერს და ახალ წელს. ვფიქრობ, რომ ის სულის მოთქმას ცდილობს“, - განაცხადა ბაიდენმა.
უკრაინა პუტინის განკარგულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სერიოზულად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არ შედგება არანაირი ზავი, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს ქვეყნის ტერიტორიიდან.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს (მართლმადიდებლური შობის დღესასწაულთან დაკავშირებით) უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს. თუცა ამ ნაბიჯს დასავლეთის მხრიდან სკეპტიკური რეაქცია მოჰყვა.
0
0