13/02/2023
19:05
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო ხშირად მოგზაურობს მატარებლით და არა თვითმფრინავით. Dossier Center-ის გამოძიების თანახმად, მოგზაურობისთვის ის იყენებს დაჯავშნილ შემადგენლობას.
გამოძიების თანახმად, სპეციალური მატარებელი ჯერ კიდევ 2015 წელს ააგეს, მაგრამ პუტინმა მისი რეგულარული გამოყენება მხოლოდ 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყო - სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა. „დოსიე“ პუტინის დაუდგენელ ნაცნობებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„მატარებლით გამგზავრება შეიძლება იყოს სპონტანური, გამოუცხადებელი. ომის დაწყების შემდეგ, თებერვალ-მარტში, მან ძალიან აქტიურად დაიწყო მატარებლის გამოყენება, განსაკუთრებით ვალდაის რეზიდენციაში მისასვლელად“ - ციტირებს „დოსიე“ მის თანამოსაუბრეს.
ვარაუდობენ, რომ მატარებელი გამოიყენება, სხვა საკითხებთან ერთად, საიდუმლოების გამო, რადგან საპრეზიდენტო თვითმფრინავის მოძრაობას, შეიძლება, თვალყური ადევნონ ონლაინ სერვისების გამოყენებით, მაგრამ მატარებლებისთვის ასეთი სერვისი არ არსებობს.
მატარებლის ფოტო არასოდეს გავრცელებულა, არც პუტინის ფოტო მატარებელში. სახელმწიფოს მეთაურის სპეციალური მატარებელი ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდება რუსეთის რკინიგზის სხვა მატარებლებისგან, მაგრამ მას მაინც აქვს მთელი რიგი დამახასიათებელი ნიშნები.
მატარებლის მახასიათებლებს შორის არის ის, რომ საპრეზიდენტო ვაგონები დაჯავშნილი და მატარებლების განრიგი „პუტინისთვის არის კორექტირებული, რათა მისმა მატარებელმა მაქსიმალური სიჩქარით და გაჩერების გარეშე იმოძრაოს“. სპეციალური მატარებელი აუცილებლად მოიცავს პრეზიდენტის საძინებლით და კაბინეტს შეხვედრებისთვის, მანქანას ესკორტისთვის და სპეციალურ კომუნიკაციებს, ნათქვამია გამოძიებაში.
სპეციალური მატარებლები შეიძლება გამოირჩეოდეს ჩვეულებრივი მატარებლებისგან სპეციალური საკომუნიკაციო ანტენებით. ასევე, როგორც ითქვა, მას ერთდროულად სამი ლოკომოტივი მართავს.
0
0