-share.jpg)
პუტინი, შესაძლოა, ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არ დაღლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა “განსხვავებულ რუსეთთან”,
„ვიდრე ვინმე იგრძნობს ომით გადაღლილობას, ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი - რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილა ომით. ის შესაძლოა გადაიღალა ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, რუსეთი ახლა დასავლეთის სანქციების გავლენასა და რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილებას გრძნობს, თუმცა ის აგრძელებს საერთაშორისო პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობის, უფლებებისა და თავისუფლების უგულებელყოფას.
„ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა განსხვავებულ რუსეთთან. მათ უნდა დაგვიბრუნონ ყველაფერი – მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც ყველაზე მთავარია, სამართალი, ის უნდა დაუბრუნდეს მშობლებს, რომლებმაც დაკარგეს შვილები. ამ დრომდე, ჯერ მსგავსი განცხადებები რუსეთიდან არ ისმის“ – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0