
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს კვლავ გეგმაში აქვს აღმოსავლეთ დონეცკის ოლქის დაკავება და, შესაძლოა, ეს ახალ წლამდეც განახორციელოს.
უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ კვლავ პირობა დადო, რომ უკრაინელები რუსების შემოჭრას, რომელიც 10 თვის წინ დაიწყო, "ბოლომდე გაუძლებენ".
„ახალ წლამდე ორი დღე დარჩა, ალბათ მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალი წელი სიბნელეში აღვნიშნოთ. შესაძლოა, ოკუპანტები ჩვენს ტანჯვას ქალაქებზე მორიგი თავდასხმებით გეგმავენ. მაგრამ, მათ რაც არ უნდა დაგეგმონ, ჩვენ ერთი რამ ვიცით: გადავრჩებით. ამაში ეჭვი არ მეპარება. ისინი კი დაისჯებიან ამ საშინელი ომისთვის.
მდგომარეობა ყველაზე მძიმეა დონეცკის ოლქში - ბახმუტსა და სოლედარში. მტერს კიდევ აქვს დონეცკის ოლქის აღების გიჟური იდეა. რუსებს საახალწლოდ ეს დავალება აქვთ შესასრულებელი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა კიევზე ბოლოს განხორციელებულ თავდასხმაზე.
„თითოეული ასეთი სარაკეტო დარტყმით [პუტინს] მხოლოდ ჩიხში შეჰყავს საკუთარი თავი“, - თქვა მან.
0
0