-share.jpg)
მან უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ციტატა ახალი აღთქმიდან მოიყვანა.
"ხალხი დონბასშიც არ დათანხმდა სახელმწიფო გადატრიალებას. ისინი მაშინვე ბლოკადაში მოაქციეს. ჰყავდათ სისტემატური ცეცხლის ქვეშ, მიჰქონდათ საჰაერო იერიშები. ეს არის ყველაფერი, რასაც გენოციდი ჰქვია. სწორედ ხალხისთვის ამ გენოციდის მოშორება არის მთავარი მიზეზი, გამომწვევი მოტივი და მიზანი საომარი ოპერაციის, რომელიც დავიწყეთ დონბასსა და უკრაინაში. სწორედ ესაა მიზანი. ამაზე მახსენდება სიტყვები წმინდა წერილიდან: "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის". და ჩვენ ვხედავთ, როგორ გმირულოად მოქმედებენ და იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის ფარგლებში.
ეს სიტყვები ქრისტიანობის წმინდა წიგნიდანაა, რომელიც ძვირფასია მათთვის, ვინც მიჰყვება რელიგიას, თუმცა ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უნივერსალური ღირებულებაა რუსეთის ყველა ერისა და ყველა კონფესიის წარმომადგენლისთვის და, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ერისთვის. ამის საუკეთესო მტკიცებულებაა, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ საომარი ოპერაციის ფარგლებში. მხარდამახარ. ეხმარებიან, მხარს უჭერენ ერთმანეთს. თუ საჭიროა, როგორც ღვიძლ ძმას, საკუთარი სხეულით გადაეფარებიან ბრძოლის ველზე, ტყვიისგან რომ დაიცვან. ასეთი ერთიანობა დიდი ხანია, არ გვქონია". – თქვა პუტინმა.
0
0