16/06/2023
13:57
მსოფლიო
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა ნებისმიერი კონტაქტისთვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარების განსახილველად.
აღნიშნული კომენტარი, აფრიკის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, უკრაინაში აფრიკელი ლიდერების ვიზიტის წინა დღეს გაკეთდა.
„პრეზიდენტი პუტინი იყო და კვლავ მზადაა ნებისმიერი კონტაქტისთვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო სცენარების განსახილველად“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
„რუსეთი დიდი ხანია აცხადებს, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უკრაინისგან მოითხოვს, რომ აღიაროს იმ ტერიტორიაზე შექმნილი "ახალი რეალობა", სადაც მისი ძალები უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს აკონტროლებენ.
გასული წლის შემოდგომაზე, მოსკოვმა განაცხადა, რომ ის აკნტროლებდა ოთხ რეგიონს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც რუსულმა ძალებმა 2014 წელს დაიპყრეს.
უკრაინული მხარის მოთხოვნით, მათი სამშვიდობო გეგმის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს რუსული ჯარების სრულად გაყვანას უკრაინული მიწიდან, უნდა იყოს საომარი მოქმედებების შესწყვეტის საფუძველი.
პეტერბურგში პუტინთან შეხვედრამდე, დღეს, აფრიკის დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს,“ - წერს Reuters-ი.
0
0