
პუტინი მზად არის გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშების განხორციელებისთვის - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
იენს სტოლტენბერგმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ეს ომიც სხვა ომების მსგავსად მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.
"სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთი გრძელვადიან ომს გეგმავს. ჩვენ ვხედავთ რომ ისინი გადაჯგუფებას ცდილობენ, რათა ახალი შეტევის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეთ. დიდი ალბათობით, ეს ომი დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც ომების უმეტესობა, მაგრამ ნებისმიერმა გამოსავალმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. ამის მიღწევის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზა უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერაა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან,"- აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026