02/12/2022
14:45
მსოფლიო
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა მოლაპარაკებებისთვის „მოსკოვის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა დღეს კრემლმა.
თუმცა, კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებებისთვის საფუძვლის შექმნა რთულია, რადგან აშშ არ სცნობს უკრაინაში „ახალ ტერიტორიებს“, რომლებსაც რუსეთი თავის საკუთრებად „სამართლიანად“ მიიჩნევს.
„ჩვენი მიზნების მისაღწევად, პუტინი მზადაა ყველა მხარესთან მოლაპარაკებებისთვის. ყველაზე სასურველი გზა ჩვენი მიზნების დიპლომატიური გზით განხორციელებაა,“ - აღნიშნა პესკოვმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინიდან ჯარების გაყვანას თითქმის 10-თვიანი ომის შემდეგ, სპიკერმა უბრალოდ უპასუხა: „სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“.
დიმიტრი პესკოვის აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კომენტარს მოჰყვა: „ბატონ პუტინთან დაკავშირების გეგმა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ მასთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის პოვნით“.
0
0