14/03/2022
20:46
მსოფლიო
„ილონ მასკ მე არ გირჩევდი პუტინთან კონკურენციას. ძალიან განსხვავებულ წონით კატეგორიებზეა საუბარი.
როგორ წარმოგიდგენიათ? თქვენ ხართ რინგის წითელ კუთხეში ბიზნესმენი და ტვიტერის ბლოგერი. პუტინი ლურჯ კუთხეში - მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, დასავლეთისა და შეერთებული შტატების ქარიშხალი.
ასე რომ თქვენ მოგიწევთ ნაზი ილონისგან სასტიკი ილონი გახდეთ. მე გთავაზობთ ტრენინგს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რამდენიმე ცენტრში.
👉 რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი - აქ გაივლით საცეცხლე მომზადებას და თქვენ შეგასწავლიან მსოფლიოს ჩემპიონები სპეცრაზმის გუნდებს შორის
👉 მებრძოლთა კლუბი „ახმატი“. აქ გასწავლიან დარტყმის შეკავებას, რადგან ეს თვისება ნებისმიერ ბრძოლაში იქნება საჭირო
👉 აქ მოგითხრობენ თქვენს ამერიკულ მეთოდებზე, შავ პიარზე და იმაზე თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ ანგარიშები სოციალურ ქსელებში
👉 თქვენ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდებით“, - წერს კადიროვი ტელეგრამის პირად არხზე.
0
0