
იელის უნივერსიტეტის მკვლევარი ტიმოთი სნაიდერი THE NEW YORK TIMES-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ამჟამინდელ მდგომარეობას მიმოიხილავს.
როგორც ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, „სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინი თავის უკანასკნელ ომში დამარცხდება“. მისი განმარტებით, რუსი პროპაგანდისტების მიერ რეკლამირებული თეზისი, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს ომის წაგება არ შეუძლიაო, „ანტისტორიულ ფანტაზიას წარმოადგენს“.
ტიმოთი სნაიდერს მოჰყავს იმის მაგალითები, როცა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები ომებში მარცხდებოდნენ - მაგალითად, საფრანგეთის მიერ წარმოებული წარუმატებელი სამხედრო კამპანია ალჟირში, აშშ-ის მიერ ვიეტნამში განცდილი მარცხი და ისრაელის მიერ - ლიბანში, ასევე ბრიტანეთის უუნარობა იმპერიის შენარჩუნების მხრივ.
სნაიდერის განცხადებით, რუსი ლიდერები, თუ მიაჩნიათ, რომ ომში წააგებენ, უბრალოდ უფლებამოსილებათა სფეროს შეცვლიან: "მარცხისთვის რიტორიკული მზადება უკვე არსებობს. რაც არ უნდა მოხდეს, [ვლადიმერ პუტინისთვის] ადვილი იქნება უკრაინასთან ომის სტრატეგიულ გამარჯვებად განსაზღვრა. კრემლი აცხადებს, რომ ის ნატოს ებრძვის, პუტინმა მხოლოდ ის უნდა თქვას, რომ რუსეთმა ნატო რუსეთთან გადაკვეთისგან შეაჩერა. თუმცა ბირთვული არმაგედონის რისკები მაინც რჩება. ჩვენ სერიოზულად ვიღებთ ბირთვულ შანტაჟს და რეალურად გავზარდეთ ბირთვული ომის საერთო არაპროგნოზირებადობა. თუ ბირთვული შანტაჟი რუსეთს გამარჯვების საშუალებას მისცემს, გაუთვალისწინებელი შედეგები საშინელი იქნება. თუ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, ასეთ შემთხვევაში, კანონს ან საერთაშორისო წესრიგს ძალა არ აქვს და კატასტროფა ყოველ ნაბიჯზეა მოსალოდნელი“.
„მოსკოვის ცნობიერება, რომ ბირთვული თავდასხმით ის დამარცხდება და საერთაშორისო პარიად იქცევა, მოქმედებს როგორც შემაკავებელი ფაქტორი; ბირთვულ მოქმედებას მოსკოვი უკრაინას დააბრალებს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიზანმიმართული განადგურების ფორმით,“ - აღნიშნა ტიმოთი სნაიდერმა.
რუსეთის მიერ პროპაგანდირებული ბირთვული საფრთხეების ფონზე, ექსპერტმა დაასკვნა, რომ „ყველაზე უსაფრთხო პასუხი მათ [რუსების] მიმართ ძალიან ჩვეულებრივი დამარცხებაა.“
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026