
ჩინელმა ანონიმურმა პირებმა მედიაში კომენტარები გაავრცელეს რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ორმხრივი კავშირების გაღრმავების პირობა დადეს.
კერძო საუბრებში ანონიმურმა პირებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ უკრაინის საკითხზე "ჩინეთი უბრალოდ არ უნდა აყვეს რუსეთს".
გამოცემა წერს: როგორც ჩანს, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, სი ძინპინი შესაძლოა ცდილობდეს ჩინეთის რუსეთისგან დისტანცირებას (ან სულ მცირე, დასავლეთში ასე გამოჩნდეს).
ანონიმური პირების თქმით, პეკინს ესმის, რომ რადგანაც ის კრემლის დაგმობას მხარს არ უჭერს და დასავლეთის სანქციებს არ უერთდება, ევროპაში ეს განიხილება, როგორც პუტინის ომისადმი ნაგულისხმევი მხარდაჭერა.
"პუტინი გიჟია. უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფმა მიიღო", - თქვა ერთ-ერთმა ანონიმურმა პირმა.
„ჩინეთი ახლა ხედავს იმის ალბათობას, რომ რუსეთი ვერ დაამარცხებს უკრაინას. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც შემცირებული ეკონომიკური და დიპლომატიური ძალა აქვს გლობალურად. მოსკოვს არ უთქვამს პეკინისთვის, რომ მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის განზარხვა ჰქონდა, სანამ ომი დაიწყებოდა,“ - განუცხადეს ანონიმურმა პირებმა Financial Times-ს.
Financial Times-ი წერს, რომ, იმავდროულად, ევროპაში დიდი იმედი აქვთ, რომ ჩინეთის ჩარევით, რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს. „ჩინეთი ყოველთვის შეეწინაღმდეგება ბირთვული იარაღის გამოყენებას. მაგრამ როცა სი ძინპინი ასეთ განცხადებებს აკეთებს ევროპელ ლიდერებთან, მას სურს ხაზი გაუსვას რუსეთისგან გარკვეული დისტანციის მცდელობას“, - თქვა სან დიეგოში კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „21-ე საუკუნის ჩინეთის ცენტრის“ თავმჯდომარემ, სიუზან შირკმა.
0
0