31/10/2023
11:47
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინის თქმით, დახოცილი ბავშვებისა და დატანჯული მოხუცების დანახვაზე ბრაზისგან მუშტები ეკვრება და თვალზე ცრემლი ადგება. რუსეთის პრეზიდენტმა ეს კომენტარი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით გააკეთა.
"გვახსოვს როგორც დაიწყო ახლო აღმოსავლეთის მიმდინარე კრიზისი - ისრაელისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმით. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ დამნაშავეთა და ტერორისტთა დასჯის ნაცვლად, სამწუხაროდ, დაიწყეს კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპით შურისძიება. საშინელი მოვლენები, რაც ახლა ღაზის სექტორში ხდება, როცა განურჩევლად ანადგურებენ ასიათასობით უდანაშაულო ადამიანებს, რომლებსაც არსად აქვთ გასაქცევი, ბომბებისგან დასაცავად თავს ვერსად შეაფარებენ, არაფრით გამართლება არ შეიძლება. როდესაც უყურებ დასისხლიანებულ ბავშვებს, დახოცილ ბავშვებს, იმას, თუ როგორ იტანჯებიან ქალები, მოხუცები, როგორ იხოცებიან ექიმები - რა თქმა უნდა, [ბრაზისგან] მუშტები გეკვრება და თვალზე ცრემლი გადგება. სხვაგვარად ვერ იტყვი". – თქვა პუტინმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.
ამას გარდა, პუტინი ირწმუნება, რომ ახლო აღმოსავლეთში მსგავსი არეულობა "აშშ-ს მმართველ ელიტებს" აწყობთ და მათი დაკვეთაა.
"თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ უნდა დავუშვათ, რომ ემოციებით ვიხელმძღვანელოთ. ცხადად უნდა გვესმოდეს, რეალურად ვინ დგას ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ერების ტრაგედიების უკან, ვინ აორგანიზებს მომაკვდავ ქაოსს, ვის აწყობს. დღეს, ჩემი თვალსაზრისით, ეს ცხადი და ყველასთვის გასაგები გახდა - დამკვეთები ღიად და თავხედურად მუშაობენ. სწორედ აშშ-ს ამჟამად მმართველი ელიტები და მათი თანამგზავრები - მსოფლიო არასტაბილურობის მთავარი ბენეფიციარები". – თქვა პუტინმა.
0
0