პუტინი გაკვირვებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ ვერ შეძლო ნატოს მოკავშირეების გაყოფა - ჯო ბაიდენი
A-
+A

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაკვირვებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ მან ვერ შეძლო ნატოს მოკავშირეების გაყოფა უკრაინაში შეჭრის გამო. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პოლონეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდა.
„დარწმუნებული ვარ, ვლადიმირ პუტინი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ნატოს გაყოფას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფლანგების გამიჯვნას, წარსული ისტორიის საფუძველზე, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასე ერთობლივად გავაგრძელოთ მუშაობა,“ - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ისტორიამ აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის გვერდიგვერდ ყოფნა ევროპასთან.
„სწორედ ამიტომ ვამბობ უკვე დიდი ხანია - როგორც სენატორი, რომელიც მოვიდა აქ, და როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი და ახლა როგორც პრეზიდენტი - რომ სტაბილურობა ევროპაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის“, - დასძინა ჯო ბაიდენმა.
0
0
337
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%