-share.jpg)
თეირანში, ირანისა და თურქეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებისას გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპელ მომხმარებლებს რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდება დასავლეთის პოლიტიკის გამო შეუმცირდა.
სამშაბათს პუტინის განცხადებამ კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა ევროკავშირზე, რომელიც შიშობს, რომ, ეკონომიკური და პოლიტიკური განადგურების მიზნით, რუსეთი ევროპას ზამთარში გაზის მიწოდების შეუწყვეტს.
პუტინის განცხადებით, თუ ტურბინა სწრაფად არ შეიცვლება, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენით გერმანიისთვის მისაწოდებელი გაზის რაოდენობა კიდევ უფრო დაეცემა - დღეში 60 მილიონიდან დაახლოებით 30 მილიონ კუბურ მეტრამდე.
პუტინმა დასძინა, რომ რუსეთს შეუძლია ახლადდასრულებული „Nord Stream 2“ მილსადენის ამოქმედება, რომელიც არასოდეს შესულა ექსპლუატაციაში, მაგრამ აღნიშნა, რომ „Nord Stream 2“ სიმძლავრის მხოლოდ ნახევარს ჩაანაცვლებს, რადგან დანარჩენი მოცულობა შიდა საჭიროებისთვის არის გამოყენებული.
რუსეთის ლიდერმა ასევე გააფრთხილა დასავლეთი, რომ, უკრაინის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვის გეგმა გამოიწვევს ნავთობის გლობალური ბაზრის დესტაბილიზაციას და ფასებს გაზრდის.
0
0