19/12/2022
18:15
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით მინსკში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
„ტასის“ ინფორმაციით, პუტინი მოლაპარაკებას გამართავს ბელორუს კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.
ამასთან, რუსული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლუკაშენკო პუტინს აეროპორტში პირადად დახვდა. პუტინს აეროპორტში ყვავილების თაიგული გადასცეს.
კრემლის ლიდერი ბელარუსს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველად ეწვია.
„მოლაპარაკებები ფართო ფორმატში საუბრით დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფოს მეთაურები, ასევე, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები, სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ამ ფორმატში მხარეები დეტალურად განიხილავენ ბელარუსი-რუსეთის ინტეგრაციის ყველაზე აქტუალური საკითხების მთელ სპექტრს.
ამის შემდეგ პრეზიდენტები პირისპირ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, რის შემდეგაც ისინი განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.
0
0