18/11/2022
16:30
მსოფლიო
რამდენიმე დღეში ვლადიმირ პუტინი სომხეთში ჩავა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მისი ინფორმაციით, პუტინი მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში.
ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელსაც განიხილავს ერევნის სამიტი, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს, იქნება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კრიზისული რეაგირების სისტემის სრულყოფა და სომხეთის რესპუბლიკისთვის დახმარების ერთობლივი ზომების განხილვა.
ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის ყველა წევრის ლიდერი და ორგანიზაციის გენერალური მდივანი. განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და იმსჯელებენ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად შედეგებზე სესიათა შორის პერიოდში.
0
0
პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა
22/10/2024