პუტინი ერდოღანს დღეს სოჭში შეხვდება - რა თემებს განიხილავენ ლიდერები?
04/09/2023
08:55
მსოფლიო
A-
+A
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების საკითხს და ტყვეთა გაცვლას განიხილავს.
მედიის ცნობით, ერდოღანი და პუტინი, ასევე, გეგმავენ განიხილონ ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დღის წესრიგში დადგება უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა.
ერდოღანის ვიზიტამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უკვე ეწვია მოსკოვს და მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
„დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის საკითხი იქნება“, - წერს მედია.
0
0
209
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%