03/07/2023
18:50
მსოფლიო
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის თქმით, „ვაგნერის“ ჯგუფის მიერ ვლადიმერ პუტინის მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილი შეიარაღებული აჯანყების შედეგმა შეიძლება, საბოლოოდ, რუსეთის ლიდერის დამხობა განაპირობოს.
ამჟამად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის ხანმოკლე აჯანყებამ შეუქცევადად შელახა რუსეთის პრეზიდენტის რეპუტაცია.
"მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინი გაიმარჯვებს, თუმცა მისმა, როგორც უძლეველი ლიდერის იმიჯმა მძიმე დარტყმა მიიღო. ის ძალას ვეღარ აღიდგენს", - აღნიშნა მაკფოლმა
ყოფილმა ელჩმა დასძინა, რომ პრიგოჟინის უსაფრთხოება გარკვეულწილად [ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით] გარანტირებულია, რადგან "პუტინი პრიგოჟინს „მოწამედ“ ვერ აქცევს, სანამ მისი „ვაგნერის“ მებრძოლები ჯერ კიდევ შეიარაღებულები და დამოუკიდებლები არიან".
0
0