
ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ჟურნალისტ ჰანოჩ დაუმთან ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მას დაჰპირდა, რომ არ გაანადგურებდა ზელენსკის.
ბენეტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მას სთხოვა, სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ მიემართა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, რაც, თავის მხრივ, იყო „დახმარების თხოვნა“.
ექსპრემიერის თქმით, კრემლში შეხვედრის შემდეგ, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, მან დაურეკა ზელენსკის და დაარწმუნა, რომ მას საფრთხე არ ემუქრებოდა. ამის შემდეგ, ბენეტმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „დაბრუნდა თავის კაბინეტში და ჩაწერა ვიდეო თავისი კაბინეტიდან“, სადაც განაცხადა, რომ არაფრის ეშინია.
ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ „არ მოკლავდა“ უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის.
„P.S. ისე, რეალურად ამიტომაა, რომ ის და ისინი ყველა ასე მშვიდად გადაადგილდებიან უკრაინაში და მართლაც მთელ მსოფლიოში“.
ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენეტმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.
მისი თქმით, ომი იწყებოდა და მე მაშინვე აღმოვჩნდებოდი უროსა და გრდემლს შორის.
„ერთის მხრივ, ამერიკელები ელიან გარკვეულ ნაბიჯებს. ძირითადად აშშ-ს ინიციატივაა, რომ ყველა ქვეყანამ დახმარება გაუწიოს უკრაინას. მე მაქვს ორი დიამეტრალურად საპირისპირო ინტერესი. ჩვენ რეგულარულ ოპერაციებს ვაწარმოებთ სირიაში, კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვუტევთ ირანულ დაჯგუფებებს სირიაში. რუსეთს იქ აქვს S-300 დანადგარები, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი და ჩამოაგდონ ჩვენი პილოტები. და ვინ გადაარჩენს მათ? ბაიდენი? ზელენსკი? ეს ჩემ მიერ უნდა გაკეთდეს. მთელი ეს საუბრები არის ისტორიის სწორ მხარეზე მოსახვედრად, მე მესმის ყველაფერი, მაგრამ მე მაქვს ჩემი ეროვნული ინტერესები“ - განაცხადა ბენეტმა.
0
0
მომღერალი კრის რი გარდაიცვალა
23/12/2025
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
23/12/2025