
როგორც საინფორმაციო სააგენტო „Reuters“-ი იუწყება, პუტინმა ერდოღანთან სატელეფონო საუბარი სტამბულში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების (29 მარტს) გამართვის შემდეგ დაგეგმა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი მზად არის იმოქმედოს, როგორც უკრაინის უსაფრთხოების გარანტორმა, თუმცა საჭიროა ასეთი ფორმატის დეტალების განსაზღვრა“. „Reuters“-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას სატელეფონო საუბარში ეტყვის, რომ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადადგან ნაბიჯი (უკრაინის) დონბასის რეგიონისა და ყირიმის საკითხების მოსაგვარებლად.
მანამდე კი, ხუთშაბათს, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მას რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის საკითხზე მოსალაპარაკებლად ანკარის შუამავლობა შესთავაზა.
ცნობილია, რომ უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება (ანუ არ შეუერთდეს სამხედრო ალიანსებს, როგორიცაა ნატო და აკრძალოს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსება), მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე [შესაბამისი პუნქტი] გატანილი უნდა იყოს რეფერენდუმზე.
კიევმა სამშვიდობო შეთანხმების დეტალური ჩარჩო ჩამოაყალიბა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა ნეიტრალური დარჩება, მაგრამ მისი უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს მესამე ქვეყნების ჯგუფის მიერ.
0
0