22/11/2024
13:58
მსოფლიო
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მას შეუძლია უპასუხოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის სიღრმეებში განლაგებულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის უკრაინას იარაღით ამარაგებენ. Sky News-ის ინფორმაციით, პუტინი შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს გულისხმობდა, რომლებმაც უკრაინას რუსეთის საზღვარზე შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებართვა მისცეს.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი სამხედროები "აგრესიული ქმედებების ესკალაციას" შესაბამისად უპასუხებენ.
„ჩვენი აზრით, გვაქვს უფლება გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, რომ იარაღი ჩვენი ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენონ.
რუსეთის სამხედროებმა, უკრაინის ქალაქ დნიპროზე დარტყმის დროს, საშუალო მოქმედების ახალი რაკეტა გამოსცადეს. საჰაერო თავდაცვა ვერ შეძლებს „ორეშნიკის“ [არაბირთვული ბალისტიკური რაკეტის] განადგურებას, რადგან ის ბგერითი ტალღების გავრცელების სიჩქარეზე 10-ჯერ სწრაფად მოძრაობს“, - თქვა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში.
იმავდროულად, დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა Sky News-ს განუცხადა, რომ ბრიტანეთის სარაკეტო გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი მონაწილეობა კონფლიქტში.
„დიდი ბრიტანეთი ახლა უშუალოდ არის ჩართული ამ ომში, რადგან რაკეტების გაშვება არ შეიძლება მოხდეს ნატოსა და ბრიტანეთის პერსონალის გარეშე. ეს ჩვენი წინასწარგანზრახული მოტყუებაა, რადგან მრავალი გარანტია მივიღე იმისა, რომ Storm Shadows-ი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იქნებოდა გამოყენებული. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ნაბიჯი სერიოზულად ამძაფრებს ვითარებას და დასავლეთმა გულდასმით უნდა განიხილოს რუსეთის ახალი წესები ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, რადგან ესკალაციის რისკის არასწორად შეფასება სახიფათოა”, - თქვა ანდრეი კელინმა.
ექსპერტების შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის შიგნით დასავლური რაკეტების გამოყენებამ ომის მიმდინარეობა შეცვალოს, მაგრამ შესაძლოა რუსული ძალები უფრო დაუცველ მდგომარეობაში მოაქციოს და ლოგისტიკა გაართულოს.
Nino
0
0