07/10/2022
10:31
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდ რისკს ქმნის.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ხუმრობდა, როდესაც საუბრობდა უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ ტაქტიკური ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რადგან მისი არმია შეიძლება ითქვას, საგრძნობლად უძლურია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. აშშ პუტინის ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გამოსავლის პოვნას ცდილობს. კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, ჩვენ პირველად ვდგავართ პირდაპირი საფრთხის წინაშე ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განუცხადა ბაიდენმა „დემოკრატებს“.
ცნობისთვის, 1962 წლის ოქტომბრის კუბის სარაკეტო კრიზისი ცალსახა და საშიში დაპირისპირება იყო შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის (პრეზიდენტ ჯონ კენედისა და ნიკიტა ხრუშჩოვის დროს); კუბაში საბჭოთა რაკეტების არსებობის გამო, ისინი ბირთვულ კონფლიქტს ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.
0
0