13/02/2023
16:49
მსოფლიო
„ჩვენ გავაძლიერებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინაში რუსული არმიის შეჭრიდან თითქმის ერთი წელი გავიდა; რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის - ის ახალ შეტევებს იწყებს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას იმდენი იარაღი, რამდენიც მას ომში გამარჯვებისთვისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის დასჭირდება. აშკარაა, რომ დასავლეთი რუსეთთან „ლოჯისტიკურ რბოლაშია“ ჩაბმული. სანამ რუსეთი შეძლებს ბრძოლის ველზე წინსვლას, ეს ჩვენ უნდა დავასწროთ. სიჩქარე გადაარჩენს სიცოცხლეს. ჩვენი „მესიჯი“ ნათელია - ნატო უკრაინის გვერდით იმდენ ხანს იქნება, რამდენიც დასჭირდება. ალიანსი საბრძოლო მასალის მარაგის გაზრდას გეგმავს, რომელიც, ომის შედეგად, თითქმის ამოიწურა. უკრაინაში დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა გაიგზავნა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავააქტიუროთ იარაღის წარმოება და ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს საწარმოო შესაძლებლობებში...”, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ, რომელიც ხვალ გაიმართება.
0
0