26/12/2022
16:05
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არ აპირებს თავის ამერიკელ კოლეგას ახალი წელი მიულოცოს. ამის შესახებ პროსამთავრობო რუსული მედია იტყობინება.
„ახლა არა. ჩვენ იმდენად ღრმად გავედით ორმხრივ მტრობაში, რომ ალბათ, მილოცვის დრო არ არის“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ეხება თუ არა ეს ყველა არამეგობრულ ქვეყანას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის.
„ახალი წლის წინა დღეს, კრემლის პრესსამსახური ტრადიციულად მოამზადებს იმ ადამიანების სიას, რომლებიც პუტინისგან მილოცვის დეპეშა მიიღებენ“, - აცხადებს პესკოვი.
რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა მსოფლიოს ბევრ ლიდერს, მათ შორის ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს ახალი წელი მიულოცა.
ჯორჯ ბუშმა და ნიკოლა სარკოზიმ ასევე მიიღეს წერილები პუტინისგან. ამასთან, კრემლს მისალოცი დეპეშა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის არ გაუგზავნია.
0
0