19/10/2022
14:33
მსოფლიო
დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს მოიწვევს და „ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საფრთხის განეიტრალების“ საკითხს განიხილავს.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.
„ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე განიხილება საკითხები, რომლებიც შეეხება ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საფრთხის განეიტრალებას მიგრაციის სფეროსა და მიგრაციული პროცესების რეგულირების მხრივ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი დღეს მოხსენებას წარადგენს,“ - აცხადებს კრემლი.
მედიის ცნობით, გაურკვეველია, კონკრეტულად რა იგულისხმება მიგრაციის სფეროში, თუმცა, სავარაუდოდ, პუტინი რუსეთის საზღვრებზე შეზღუდვების შესახებ ისაუბრებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომა, გაფართოებულ ფორმატში, მაისში გაიმართა.
პარალელურად კი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ნაჩქარევად დაგეგმა ვიზიტი ვაშინგტონში. ბენ უოლესი თავის კოლეგასთან და თეთრი სახლის ოფიციალურ პირებთან "უსაფრთხოების საერთო საკითხების, მათ შორის უკრაინა-რუსეთის კრიზისის" შესახებ ისაუბრებს.
0
0