31/05/2023
14:36
მსოფლიო
სამხედრო ექსპერტების აზრით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მოსკოვზე დრონების თავდასხმებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და მას სერიოზულად არ აღიქვამს. ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთის ლიდერს დღეისათვის შურისძიების მხოლოდ „შეზღუდული ვარიანტები“ დარჩა.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, პუტინი თავდასხმებს (რაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს, კიევი კი ბრალდებას უარყოფს) რუსეთის ქმედებების საპასუხოდ წარმოაჩენს (იგულისხმება კიევზე რუსეთის დრონებით იერიში). მისი თქმით, თუ უკრაინის მხრიდან მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, "ამას უკვე აქტიური პასუხი მოჰყვება".
ასევე ანალიტიკოსების ვარაუდით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ საჭიროა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესება, რითაც, სავარაუდოდ, რუსი ულტრანაციონალისტების "კრიტიკა" თავიდან აიცილა.
0
0