
საქართველოს ხელისუფლებამ Pussy Riot-ის არტ ჯგუფის წევრი და სამოქალაქო აქტივისტი მარია ალიოხინა ქვეყანაში არ შეუშვა. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე ისაუბრა და დაურთო დოკუმენტის ფოტო შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ. აკრძალვის მიზეზის შესახებ სვეტში მითითებულია: „სხვა მიზეზები“. ინფორმნაციას გამოცემა "ეხო კავკაზა" ავრცელებს
ალიოხინას მიაჩნია, რომ შესვლაზე უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ მან შეაგროვა საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მტკიცებულებები.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსი პროპაგანდისტები თავისუფლად მოდიან ქვეყანაში თავიანთი „საპროტესტო ისტორიების“ გადასაღებად, მათ, ვისაც ძალადობის გაუთავებელი ნაკადის შესახებ სიმართლის დაწერა შეუძლია, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ“, - წერს აქტივისტი.
გამოცემის თანახმად, ალიოხინამ აღნიშნა ქართული პოლიციის სისასტიკე ევროინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩახშობაში და, მისი ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ საზღვრისპირა რეგიონების მაცხოვრებლების გატაცების შემთხვევები.
0
0