05/11/2021
13:41
ეკონომიკა
მისი შეფასებით, პურის ფასის ცვლილება ახალ წლამდე, სავარაუდოდ, არ მოხდება.
„ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა არ შეეხება პურის საცხობებს. ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა იმიტომ, რომ პურპროდუქტებში დაახლოებით, 20%-ია ხვედრითი წილი ბუნებრივი აირის. რაც შეეხება ფქვილს აქ, უკვე არასასიამოვნო ინფორმაცია მაქვს, მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასი 320 დოლარიდან რეკორდულ ნიშნულზე მივიდა 350 დოლარი დაფიქსირდა, რაც ძალიან ძვირი და საგანგაშოა.
საქართველოსთვის ეს იმის ნიშანია, რომ ალბათ, საქართველომ თავის დროზე თადარიგი უნდა დაიჭიროს, ვაწარმოოთ ეს ხორბალი იმიტომ, რომ ჩვენი მიწა-წყლის პატრონებს ჩვენი ხორბალი უნდა გვქონდეს. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით პურპროდუქტებს სტაბილური და ნორმალური ფასი აქვს.
არსებობს ყოველდღიური კონტაქტი მინისტრის მოადგილეების დონეზე ყოველდღიურ რეჟიმში, რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ მდგომარეობიდან და მოსახლეობას არ ეტკინოს პურის ფასი. შეიძლება პურზე ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, 5-10 თეთრის ფარგლებში შეიძლება შეცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ახალ წლამდე არ ველოდებით“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ .
0
0