"ევოლუშენ ჯორჯიაში" გაფიცულებს კიდევ 500-მდე დასაქმებული შეუერთდა. შრომის არაადამიანური პირობების, ბულინგისა და დამცირების გამო ქუჩაში აზვირთებული პროტესტი სულ უფრო ახალ მასშტაბებზე გადის.
დღეს გაფიცვის მესამე დღეა. ასობით ადამიანი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება მოთხოვნების შესრულებას. თუ აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიიდან უფლებამოსილების გადამეტებაში მხილებულ მენეჯერებს არ გაუშვებენ, არ გადახედავენ სახელფასო პოლიტიკასა და 45 სხვა მოთხოვნას, რომელიც გაფიცულებს აქვთ, მაშინ პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს.
თუმცა, ირკვევა, რომ გაფიცულთა მოთხოვნებს ხელმძღვანელობა რეპრესიებით პასუხობს.
,,ევოლუშენის ერთ-ერთი თანამშრომელი, 19 წლის გოგონა იყო შიფტზე და საკუთარი სურვილით გადაწყვიტა, რომ შეერთებოდა გაფიცვას, მოინდომა შენობის დატოვება და ჩვენთან გამოსვლა, თუმცა ევროლუშენმა გაუუქმა თითის ანაბეჭდი და არ გამოუშვა შენობიდან მანამ, ვიდრე ძალდატანებით და კარნახით არ დააწერინეს შემდეგი შინაარსის ტექსტი, რომ ვითომ მისი კოლეგები და პროფკავშირი აძალებდნენ გაფიცვაში მონაწილეობის მიღებას" , - ამბოსბს პროტესტის მონაწილე.
0
0