22/02/2023
14:48
მსოფლიო
ყაბარდო-ბალყარეთში ადამიანებით ვაჭრობისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროსტიტუციაში ჩართვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს.
რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტის ცნობით, ამ საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. გამომძიებლების თქმით, 2010 წლიდან 2019 წლამდე ჯგუფის წევრები ყაბარდო-ბალყარეთში ხვდებოდნენ გოგონებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, რომლებიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყვნენ და მათ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას სთავაზობდნენ. იქ ისინი პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი.
„ჩასვლისთანავე მსხვერპლს აიძულებდნენ, მათ შორის ძალადობის მუქარის ქვეშ, ჰქონოდათ სექსუალური ურთიერთობა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მათ რუსეთის ფედერაციაში არ დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ, დაზარალებულთა მიერ მიღებულ ფულს ითვისებდნენ და ინაწილდნენ“ - ნათქვამია საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელობის განცხადებაში.
ეჭვმიტანილები დააკავეს. მათ წინააღმდეგ პროსტიტუციის ორგანიზებისა და ტრეფიკინგის მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მათთვის მაქსიმალური სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეყვანა
Zura
0
0