04/12/2021
21:20
სამართალი
ვლადიმერ ბექიშვილის თქმით, ბრალდების მხარე არგუმენტირებულად აპელირებდა, რომ ბრალდებულებს პატიმრობა შეფარდებოდა, რადგან მათი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხე, რაზეც არსებობდა მტკიცებულებებიც, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
მისივე თქმით, ბრალდების მხარე ვერ ასაჩივრებს ცალკე მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება საჩივრდება შემაჯამებელ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, ამიტომ, ამ ეტაპისთვის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება.
„2021 წლის 29 ნოემბერს, თელავის სასამართლოში, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელა ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობაზე. ბრალდების მხარისთვის სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. განვმარტავ, რომ ბრალდების მხარე სრულიად არგუმენტირებულად აპელირებდა, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებოდა, რადგან მათი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხე. კონფლიქტიდან გამომდინარე, რაც წინ უძღვოდა მკვლელობას, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა. აღნიშნული საფრთხეები იყო რეალური, მათი არსებობა გამყარებული იყო მტკიცებულებებით, თუმცა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ბრალდებულს, რომელსაც ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 5 000 ლარი.
აღსანიშნიშნავია ერთი გარემოება, რომ ბრალდების მხარე ვერ ასაჩივრებს ცალკე მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება საჩივრდება შემაჯამებელ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად და ამიტომ ამ ეტაპისთვის მოსამართლის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებთ“- განაცხადა ვლადიმერ ბექიშვილმა.
ზურაბ ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ 29 ოქტომბერს გაათავისუფლეს.
0
0