24/02/2022
21:09
სამართალი
უწყების ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ი.ბ.-სათვის ცნობილი იყო, რომ ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და რომ იძებნებოდნენ პოლიციის მიერ. ამასთან, მიუხედავად ამისა, მან წინასწარ შეუპირებლად, დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და მათ მისცა თავშესაფარი თავის საცხოვრებელ სახლში.
კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 2021 წლის 19 სექტემბერს ღამით, დაახლოებით 02:03 საათზე მივიდნენ ი.ბ.-ს სახლში და ღამე გაათენეს ამ უკანასკნელთან, ხოლო იმავე დღეს დაახლოებით 16:00 საათზე ი.ბ.-ს მიერ გამოძახებული ტაქსით დატოვეს ტერიტორია.
სამართალდამცველებმა ი.ბ. 2022 წლის 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
0
0